ავტორიზაცია

ლაუტარო მარტინესი: "ასეთ მატჩში მონაწილეობა 47 მილიონი არგენტინელის ოცნებაა"

ლაუტარო მარტინესი: "ასეთ მატჩში მონაწილეობა 47 მილიონი არგენტინელის ოცნებაა"
თარიღი 18 დეკ 2022, 03:16
არგენტინის ნაკრების თავდამსხმელმა ლაუტარო მარტინესმა  მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის წინ გულშემატკივარს მიმართა.

„მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში თამაში და არგენტინის ნაკრების ფერების დაცვა, 47 მილიონი არგენტინელის ოცნებაა. 

ჩვენ დიდი გზა გავიარეთ და ძალიან ბევრი ვიმუშავეთ, რომ აქ ვყოფილიყავით. მე ძალიან ვამაყობ იმით, რასაც მივაღწიეთ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში. 

თქვენი მხარდაჭერით ჩვენ უკვე მივაღწიეთ მნიშვნელოვან გამარჯვებებს, მაგრამ მეტი გვინდა. “, - წერს მარტინესი სოციალურ ქსელში.

არგენტინის ნაკრებს შეუძლია მსოფლიო ჩემპიონატის მოგება ისტორიაში მესამედ და პირველად 1986 წლის შემდეგ.

შეგახსენებთ, რომ არგენტინის ნაკრების და საფრანგეთის დაპირისპირება დღეს, 19:00 საათზე დაიწყება.