მესის მოედანზე მსოფლიო ჩემპიონატის ტიტულის წარდგენის იმედი აქვს - პარიზულ გუნდს არ სურს არგენტინელის თხოვნის შესრულება

ლიონელ მესი მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულით ტკბება და არგენტინის ვარსკვლავს სურს მსოფლიო ჩემპიონის პრიზი "პარკ დე პრენსის" მოედანზე "პსჟ"-ს გულშემატკივარს წარუდგინოს.
თუმცა, კლუბის ხელმძღვანელებს არ სურთ მესის ამ თხოვნის შესრულება, იტყობინება Goal.com-ი.
"პსჟ"-ს ხელმძღვანელები არ არიან დარწმუნებული, რომ გულშემატკივრები ლიონელ მესის მსოფლიო თასით გამოჩენას პოზიტიურად შეხვდებიან.
"პსჟ"-ს ხელმძღვანელები არ არიან დარწმუნებული, რომ გულშემატკივრები ლიონელ მესის მსოფლიო თასით გამოჩენას პოზიტიურად შეხვდებიან.
შიშის ფაქტორი ის გახლავთ, რომ მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში არგენტინის ნაკრებმა საფრანგეთი დაამარცხა, "პსჟ"-ს ფანების უმეტესობა ტიტულისთვის ბრძოლაში მხარს ცხადია საფრანგეთის ნაკრებს იჭერდა.