ავტორიზაცია

ლუის ენრიკემ შესაძლოა ბრაზილიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტი დაიკავოს

ლუის ენრიკემ შესაძლოა ბრაზილიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტი დაიკავოს
თარიღი 22 Dec 2022, 15:59
ბრაზილიის ნაკრები ტიტეს გადადგომის შემდეგ ახალ მთავარ მწვრთნელს ეძებს. ბრაზილიელმა სპეციალისტმა თანამდებობა ყატარის მსოფლიო ჩემპიონატზე ეროვნული ნაკრების წარუმატებელი თამაშის გამო დატოვა.

როგორც Globo Esporte იტყობინება, ტიტეს პოტენციურ მემკვიდრეთა სიაში ესპანეთის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი ლუის ენრიკეა. ესპანელის გარდა პოსტზე ფრანგი ზინედინ ზიდანი და გერმანელი თომას ტუხელი განიხილება.

შეგახსენებთ, რომ ბრაზილიის ნაკრები 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე მხოლოდ მეოთხედფინალში გავიდა. სამხრეთ ამერიკული ნაკრები პენალტების სერიაში ხორვატიასთან ნაკრებთან დამარცხდა.