ავტორიზაცია

პოლონეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი პრეზიდენტს ლევანდოვსკიმ გააშვებინა

პოლონეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი პრეზიდენტს ლევანდოვსკიმ გააშვებინა
თარიღი 22 Dec 2022, 22:18
პოლონეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელის თანამდებობა მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ ჩესლავ მიხნევიჩმა დატოვა.

როგორც პოლონური პორტალი interia იტყობინება, პოლონეთის საფეხბურთო კავშირის ამ გადაწყვეტილებასთან „ბარსელონას“ ფორვარდის, რობერტ ლევანდოვსკის ხელიც ურევია.

წყაროს ცნობით, ჯერ კიდევ მუნდიალზე გამგზავრებამდე ლევანდოვსკიმ ფედერაციის პრეზიდენტ ცეზარი კულეშასთან საუბარი გამართა, რა დროსაც ფეხბურთელმა გუნდის პოზიცია გააცნო და ფეხბურთელების უმრავლესობას მიხნევიჩთან ერთად მუშაობა არ სურს.

მუნდიალამდე გაშვება უკვე აღარ გამოდიოდა, რადგან დრო ძალიან მცირე რჩებოდა, თუმცა მწვრთნელი ჩემპიონატის დასრულების შემდეგ გაუშვეს, მიუხედავად იმისა, რომ მან 1986 წლის შემდეგ პირველად გუნდი ჯგუფიდან გაიყვანა.