ავტორიზაცია

რეალმა მესამე ვარიანტი შეარჩია, თუ ბელინგემის ან ეცოს ტრანსფერი ჩაიშლება

რეალმა მესამე ვარიანტი შეარჩია, თუ ბელინგემის ან ეცოს ტრანსფერი ჩაიშლება
თარიღი 22 დეკ 2022, 23:30
„იუვენტუსის“ ნახევარმცველი „რეალის“ ინტერესებში შედის.

მადრიდული კლუბი ნახევარდაცვის ხაზის გაძლიერებას აპირებს და სამი ვარიანტი შეიმუშავა.

პირველი და პრიორიტეტული - „დორტმუნდის“ ნახევარმცველი ჯუდ ბელინგემია. ალტერნატიულ ვარიანტად მუნდიალის საუკეთესო ახალგაზრდა, ენცო ფერნანდესი მოიააზრება.

იმ შემთხვევაში, თუ მადრიდული კლუბი ვერც ბელინგემს და ვერც ენცოს ვერ დაიმატებს, მესამე ვარიანტად „იუვენტუსის“ ნახევარმცველი მანუელ ლოკატელი აირჩიეს, რომელიც „იუვენტუსში" ხშირად სასტარტოში ვერ ხვდება.