ავტორიზაცია

ჯეიმი კარაგერი: "კრიშტიანუ რონალდუს ძლიერი მხარეები აღარ აღემატება მის სუსტ მხარეებს"

ჯეიმი კარაგერი: "კრიშტიანუ რონალდუს ძლიერი მხარეები აღარ აღემატება მის სუსტ მხარეებს"
თარიღი 23 დეკ 2022, 01:58
ყოფილმა ინგლისელმა მცველმა ჯეიმი კარაგერმა კრიშტიანუ რონალდუს შესახებ ისაუბრა.

მანჩესტერ "იუნაიტედის" ყოფილი თავდამსხმელი საუდის არაბეთის კლუბ "ალ-ნასრთან" კონტრაქტის გაფორმებასთან ახლოსაა. კარაგერის თქმით, 37 წლის პორტუგალიელის წასვლა, სავარაუდოდ, "წითელ ეშმაკებს" პრობლემას არ შეუქმნის.

"ყველამ იცის, როგორი პერსონაჟია რონალდუ, რა პრობლემები შეიძლება გამოიწვიოს მისმა გუნდში ყოფნამ, მაგრამ მანამდე ეს ღირდა. ახლა, ვფიქრობ, მის მიერ შექმნილი პრობლემები არ აღემატება მის ძლიერ მხარეებს. “, - თქვა კარაგერმა.

შეგახსენებთ, რომ კრიშტიანუ რონალდუმ მანჩესტერ "იუნაიტედი" ნოემბერში დატოვა - მასთან კონტრაქტი მხარეთა ურთიერთშეთანხმებით გაწყდა.