ავტორიზაცია

ალ-ნასრს რონალდუსთან შეთანხმების გაფორმება დეკემბრის ბოლომდე სურს

ალ-ნასრს რონალდუსთან შეთანხმების გაფორმება დეკემბრის ბოლომდე სურს
თარიღი 23 Dec 2022, 15:05
The Times-ის ცნობით, პორტუგალიელი თავდამსხმელი კრიშტიანუ რონალდუ ახლოსაა საუდის არაბეთის "ალ-ნასრში" თავისუფალი აგენტის სტატუსით გადასვლასთან, მას შემდეგ რაც ევროპაში კლუბი ვერ იპოვა.

აღნიშნულია, რომ რონალდუს ჰქონდა შეთავაზება ყატარიდან, მაგრამ ამ შეთავაზების ფინანსური პირობები უფრო უარესი იყო, ვიდრე "ალ-ნასრის" მიერ შეთავაზებული.

2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის წინ რონალდუ იმედოვნებდა, რომ თავისუფალი აგენტის სტატუსი და დიდ ტურნირზე კარგი თამაში ჩემპიონთა ლიგაზე გამომსვლელ კლუბში გადასვლის საშუალებას მისცემდა. 

თუმცა, 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მსვლელობისას, რონალდუმ დაკარგა ადგილი პორტუგალიის ნაკრების სასტარტო შემადგენლობაში. ამან, ისევე როგორც მანჩესტერ "იუნაიტედიდან" სკანდალურმა წასვლამ, შელახა მისი რეპუტაცია და ამის გამო, კრიშტიანუს ევროპიდან შეთავაზებები არ მიუღია.

გასულ ზაფხულს "ალ-ნასრმა" რონალდუს 2 წლიანი კონტრაქტი 300 მილიონ ევროდ შესთავაზა, მაგრამ უარი მიიღო. ახლა საუდის კლუბს მიაჩნია, რომ პორტუგალიელთან შეთანხმებას მიაღწია და დეკემბრის ბოლომდე ფორმალობების მოგვარება სურს.