ავტორიზაცია

მბაპე ერთ-ერთი იყო, ვინც მხარი დაუჭირა ბენზემას საფრანგეთის ნაკრებში დაბრუნებას

მბაპე ერთ-ერთი იყო, ვინც მხარი დაუჭირა ბენზემას საფრანგეთის ნაკრებში დაბრუნებას
თარიღი 23 დეკ 2022, 17:16
საფრანგეგის ნაკრების და "პსჟ"-ს თავდამსხმელს კილიან მბაპეს კარგი ურთიერთობა ჰქონდა მადრიდის "რეალის" ფორვარდ კარიმ ბენზემასთან.

COPE-ის ცნობით, მბაპე ერთ-ერთი იყო იმ მოთამაშეთაგან, ვინც 2021 წელს ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე მხარი დაუჭირა ბენზემას საფრანგეთის ნაკრებში დაბრუნებას.

უფრო მეტიც, მბაპეს ძალიან სურდა ეთამაშა ბენზემასთან ერთად, რომელიც ბოლო წლებში შესანიშნავ ფორმაშია.

ოქროს ბურთის ამჟამინდელმა მფლობელმა ცოტა ხნის წინ საფრანგეთის ნაკრებიდან წასვლის შესახებ განაცხადა.