ავტორიზაცია

ნადალი: "არგენტინისკენ არ ვყოფილვარ, მაგრამ როცა მესიმ ექსტრა-ტაიმში გაიტანა, ცრემლები მომადგა"

ნადალი: "არგენტინისკენ არ ვყოფილვარ, მაგრამ როცა მესიმ ექსტრა-ტაიმში გაიტანა, ცრემლები მომადგა"
თარიღი 23 Dec 2022, 22:46
ლეგენდარულმა ჩოგბურთელმა რაფაელ ნადალმა 2022 წლის მუნდიალის ფინალის ემოციებზე ისაუბრა.

„გრენდ სლემების“ 22 გზის ჩემპიონი 2022 წლის მუნდიალის ფინალს დაესწრო, რომელშიც არგენტინამ საფრანგეთს პენალტების სერიაში აჯობა.

„ამ მატჩზე მივდიოდი როგორც შოუზე, იმიტომ რომ სამწუხაროდ, ესპანეთი მერვედფინალში გავარდა.

დიდებული ფინალი გამოვიდა. ვწუხვარ ჩემი ფრანგი მეგობრების გამო, პარიზი და საფრანგეთი ჩემთვის ბევრს ნიშნავენ, მაგრამ არგენტინიდანაც საკმარისად მყავს მეგობრები.

როგორც სპორტის მოყვარულს მიხარია, რომ მესიმ თასი აწია. როცა ასეთი დიდი კარიერა კულმინაციას ასე აღწევს და ასეთი დიდი ფეხბურთელი იგებს იმ ტიტულს, რომელიც აკლდა. ვფიქრობ, ეს სამართლიანია.

არგენტინისკენ არ ვყოფილვარ, მაგრამ როცა მესიმ ექსტრა-ტაიმში გაიტანა, თვალებთან ცრემლები მომადგა. ეს ემოციები იმის გამო მქონდა, რომ ასეთი დიდი სპორტსმენი აღწევდა იმას, რაც აკლია და რისთვისაც წვალობდა.

ფინალი ძალიან მომეწონა. განსაკუთრებით 70-ე წუთის შემდეგ. ეს დიდებულია.“ - აღნიშნა ნადალმა.