ავტორიზაცია

მესის სოლიდური თანხა შესთავაზეს იმ მოსასხამში, რომლითაც მუნდიალის მოგება აღნიშნა

მესის სოლიდური თანხა შესთავაზეს იმ მოსასხამში, რომლითაც მუნდიალის მოგება აღნიშნა
თარიღი 23 დეკ 2022, 23:46
ომანის პარლამენტის წარმომადგენელმა, ახმედ ალ-ბარვანიმ არგენტინის ნაკრების ვარსკვლავს, ლეო მესის თხოვნით მიმართა, რომ გაყიდოს ის მოსასხამი, რომლითაც მან 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონობა აღნიშნა.

„ჩემო ძვირფასო მეგობარო, ომანის სულტანატის სახელით, მინდა მსოფლიო ჩემპიონობა მოგილოცოთ. არაბული მოსასხამი მამაკაცობის და რაინდობის სიმბოლოა. მინდა, მასში ერთი მილიონი დოლარი შემოგთავაზოთ.“ - წერს ალ ბარვანი სოციალურ ქსელში.

მესისთან ერთად არგენტინის ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატი 1986 წლის შემდეგ პირველად და ისტორიაში მესამედ მოიგო.