ავტორიზაცია

"რა მითხრა მბაპემ ფინალის შემდეგ?", - მუნდიალის ფინალის მთავარი არბიტრი

"რა მითხრა მბაპემ ფინალის შემდეგ?", - მუნდიალის ფინალის მთავარი არბიტრი
თარიღი 23 დეკ 2022, 23:58
2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მთავარმა არბიტრმა, შიმონ მარცინიაკმა კილიან მბაპეს წაგებაზე რეაქცია გაიხსენა.

„ვნახე, როგორი განადგურებული იყო მბაპე. ალბათ, ის ფინალის საუკეთესო ფეხბურთელი იყო, თუ ასე შეიძლება თქვა მოთამაშეზე, რომელმაც ვერ გაიმარჯვა.

მასთან მივედი და ჩვენ ერთმანეთს გამოველაპარაკეთ. კარგი თამაში მივულოცე, რომელიც მან ჩაატარა. ის შესანიშნავი ფეხბურთელია. მან თავადაც მითხრა, რომ კარგად ვიმუშავეთ და მადლობა გადაგვიხადა.“ - აღნიშნა მარცინიაკმა.

მბაპე 2022 წლის ფინალში გახდა მეორე ფეხბურთელი ისტორიაში, რომელმაც გადამწყვეტ მატჩში ჰეთ-ტრიკი გაიფორმა.