ავტორიზაცია

პელეს მდგომარეობა კრიტიკულია

პელეს მდგომარეობა კრიტიკულია
თარიღი 24 Dec 2022, 02:23
უცხოური პრესის ინფორმაციით, ბრაზილიელი ლეგენდა პელე კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფება.

ფეხბურთის მეფე რამდენიმე წელია მსხვილი ნაწლავის კიბოს ებრძვის. მისი მდგომარეობა იმდენად რთულია, რომ ლაპარაკიც კი უჭირს.

არგენტინული გაზეთი Infobae ცნობით, ფეხბურთის მეფის ჯანმრთელობა საგრძნობლად გაუარესდა და ის იმდენად რთულია, რომ ოჯახის წევრები მას ემშვიდობებიან.

შეგახსენებთ, რომ 82 წლის პელე სან პაულუში, ალბერტ აინშტაინის საავადმყოფოშია მოთავსებული.