ავტორიზაცია

გადაწყვეტილება მიღებულია - დაასრულებს თუ არა ანხელ დი მარია სანაკრებო კარიერას?

გადაწყვეტილება მიღებულია - დაასრულებს თუ არა ანხელ დი მარია სანაკრებო კარიერას?
თარიღი 24 დეკ 2022, 22:31
ანხელ დი მარია არგენტინის ნაკრებში თამაშს გააგრძელებს.

TyC Sports-ის ინფორმაციით, 34 წლის ნახევარმცველი სანაკრებო კარიერის დასრულებას არ აპირებს. ლეო მესის პირადად სურდა, რომ ანხელიტომ არგენტინის ნაკრებში თამაში გააგრძელოს.

მსოფლიო ჩემპიონატამდე დი მარიაც და მესიც აცხადებდნენ, რომ მუნდიალის შემდეგ შესაძლოა სანაკრებო კარიერა დაასრულონ, თუმცა როგორც ჩანს, ორივეს მოქმედი მსოფლიო ჩემპიონის სტატუსით სურს თამაშის გაგრძელება.

ნაკრებში დი მარიას 2009 წლიდან იძახებენ, როცა მწვრთნელი დიეგო მარადონა იყო. ამ დროში ანხელმა 129 მატჩში 28 გოლი და 29 საგოლე გადაცემა მიითვალა.