ავტორიზაცია

არგენტინელმა გულშემატკივრებმა საპასუხო პეტიცია შექმნეს: "ფრანგებმა შეწყვიტონ ტირილი და აღიარონ, რომ მესი ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელია"

არგენტინელმა გულშემატკივრებმა საპასუხო პეტიცია შექმნეს: "ფრანგებმა შეწყვიტონ ტირილი და აღიარონ, რომ მესი ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელია"
თარიღი 24 დეკ 2022, 15:37
არგენტინის ნაკრების გულშემატკივრებმა ფრანგი გულშემატკივრის პეტიციის საპასუხოდ, რომელიც მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის გადათამაშებას მოითხოვდა, საკუთარი პეტიცია შექმნეს.

Change.org-ზე არგენტინელებმა შექმნეს პეტიცია სათაურით "ფრანგებმა შეწყვიტონ ტირილი!" არგენტინელი გულშემატკივრების მოთხოვნა არის პასუხი საფრანგეთის პეტიციაზე, რომელიც მოითხოვდა 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის გადათამაშებას.

აღსანიშნავია, რომ სამხრეთ ამერიკელეების პეტიციას თითქმის 250 000-მა ადამიანმა დაუჭირა მხარი.

"მას შემდეგ, რაც ჩვენ ისინი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში დავამარცხეთ, ფრანგებს არ შეუწყვეტიათ წუწუნი, არ აღიარებენ, რომ არგენტინა მსოფლიო ჩემპიონი გახდა. 

ჩვენი თხოვნაა, ფრანგებმა შეწყვიტონ ტირილი და აღიარონ, რომ მესი ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელია, მბაპე კი მისი შვილია. “, - ნათქვამია არგენტინელების პეტიციაში.