ავტორიზაცია

ბაიერნი ნოიერის შემცვლელად ორ მეკარეს განიხილავს

ბაიერნი ნოიერის შემცვლელად ორ მეკარეს განიხილავს
თარიღი 24 დეკ 2022, 12:22
მიუნჰენის "ბაიერნმა" მეკარის პოზიციის გასაძლიერებლად ორი პრიორიტეტული ვარიანტი გამოკვეთა. გერმანული გიგანტი მანუელ ნოიერის ტრავმის გამო იძულებულია ახალი მეკარე ეძებოს. 36 წლის გერმანელი ფეხის მოტეხილობის გამო სეზონის ბოლომდე იუქმებს.

ცნობილი ჟურნალისტის ფაბრიციო რომანოს თქმით, "ბაიერნი" არჩევანს იან სომერს და ალექსანდრ ნუბელს შორის გააკეთებს. 

ცოტა ხნის წინ, "ბაიერნს" 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საუკეთესო დაუკავშირეს, მაგრამ ეს მცდარი ინფორმაცია აღმოჩნდა.

ახალ მეკარესთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილებას "ბაიერნის" ხელმძღვანელობა ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს მიიღებს