ავტორიზაცია

რონალდო: "მესიმ გასულ მსოფლიო ჩემპიონატზე არგენტინა ძალიან ბევრჯერ გადაარჩინა"

რონალდო: "მესიმ გასულ მსოფლიო ჩემპიონატზე არგენტინა ძალიან ბევრჯერ გადაარჩინა"
თარიღი 24 დეკ 2022, 22:49
ბრაზილიის ნაკრების ექს-ფორვარდმა, რონალდომ, არგენტინის მიერ მუნდიალის მოგებაზე ისაუბრა.

„მესის ძალიან ბევრი გამორჩეული მომენტი ჰქონდა ჩემპიონატზე, მან თავისი ქვეყანა რამდენჯერმე გადაარჩინა.

ის ძალიან ჭკვიანურად გადაადგილდება ხაზებს შორის და როგორც კი მეტოქის საჯარიმოს მიუახლოვდება, მისი გაჩერება შეუძლებელი ხდება.

ლეომ ჩემპიონობა სრულიად დაიმსახურა.“ - აღნიშნა რონალდომ.