ავტორიზაცია

ლევანდოვსკი: "ოქროს ბურთის გამარჯვებულის ვინაობა უკვე ცნობილია"

ლევანდოვსკი: "ოქროს ბურთის გამარჯვებულის ვინაობა უკვე ცნობილია"
თარიღი 24 დეკ 2022, 23:39
„ბარსელონას“ პოლონელმა ცენტრფორვარდმა, რობერტ ლევანდოვსკიმ, ოქროს ბურთის გამარჯვებულის ვინაობა უკვე იცის.

ამის შესახებ ბომბარდირმა Mundo Deportivo-სთან საუბარში განაცხადა:

„ოქროს ბურთს ახალი მფლობელი უკვე ჰყავს. მსოფლიო ჩემპიონატი ყველაფერს წყვეტს და ეს ჯილდოც მისი შედეგების მიხედვით გადაიცემა.

ლიონელ მესი ახლა მწვერვალზეა.“ - აღნიშნა 34 წლის ფეხბურთელმა.

თუ მომავალი წლის შემოდგომაზე ოქროს ბურთს მართლაც ლეო მესი მოიგებს, ეს მისი რეკორდის კიდევ უფრო გაუმჯობესება იქნება, რადგან ის ამ პრიზის გამარჯვებული მეექვსედ გახდება.