ბარსელონამ იანვრისთვის გასაძლიერებელი პოზიცია ამოირჩია და სამი ვარიანტიდან აკეთებს არჩევანს
„ბარსელონამ“ მომავალი სატრანსფერო ფანჯრისთვის, რომელიც 1 იანვარს გაიხსნება, პრიორიტეტული სამიზნე დაისახა.
როგორც Sport.es იტყობინება, კატალონიელებს იანვარში ფლანგის მცველის შეძენა სურს და 3 ვარიანტი ამოირჩია:
პირველი პრეტენდენტი ბენჟამინ პავარია, რომელმაც „ბაიერნიდან“ წასვლის სურვილი ღიად გამოთქვა. ალტერნატივებად მოიაზრებიან „დორტმუნდის“ მცველი ტომა მენიე და „ვილიარეალის“ ფეხბურთელი ხუან ფოითი.
ამ უკანასკნელის შეძენა პირადად ხავი ერნანდესს სურს. თუმცა თუ პრესას დავუჯერებთ, ამ ეტაპზე ყველაზე რეალისტურად „კამპ ნოუზე“ პავარის გადაბარგება მოიაზრება.