მანჩესტერი ბარსელონას ნახევარმცველის გადაბირების იდეას ვერ ეშვება
„მანჩესტერ იუნაიტედი“ ვერ ეშვება ფრენკი დე იონგის გადაბირების იდეას.
Sport.es-ის ინფორმაციით, მანკუნიანელთა აზრით, „ბარსელონას“ წარმომადგენელთა სიტყვები იმის თაობაზე, რომ დე იონგი არ იყიდება, სიმართლეს არ შეესაბამება და ამ გზით, ჟოან ლაპორტა ნიდერლანდელისთვის ფასის მომატებას ცდილობს.
ამიტომ, უახლოესი სატრანსფერო ფანჯრების დროს, „მანჩესტერი“ დე იონგის შეძენას კიდევ ერთხელ შეეცდება.
შეგახსენებთ, რომ „ემიუ“ ფრენკის შეძენას გასულ ზაფხულსაც ცდილობდა, თუმცა მაშინ ფეხბურთელმა „ოლდ ტრაფორდზე“ გადაბარგება პირადად არ ისურვა.