კოდი გაკპომ სასურველი გუნდი აირჩია და ტრანსფერი იანვარშივე სურს
გასულ მუნდიალზე ჰოლანდიის ნაკრების ერთ-ერთ ლიდერს, კოდი გაკპოს, გუნდის შეცვლა იანვარშივე სურს.
ჟურნალისტ საიმონ მულოკის ინფორმაციით, ნიდერლანდელმა „მანჩესტერ იუნაიტედში“ გადაწყვიტა გადასვლა და სურს, რომ გარიგება ამ ზამთარსვე შედგეს.
„პსვ“ მზად არის გუნდის ლიდერს იანვარში შეელიოს, თუმცა საამისოდ 50 მილიონი ევროს გადახდა გახდება საჭირო. „მანჩესტერ იუნაიტედიც“, თავის მხრივ, დარწმუნებულია, რომ ტრანსფერის ზამთარშივე გაჩარხვა შესაძლებელია.
გასულ მუნდიალზე გაკპომ სამი გოლის გატანა მოახერხა.