ავტორიზაცია

ისკო შესაძლოა MLS-ის კლუბში გადავიდეს

ისკო შესაძლოა MLS-ის კლუბში გადავიდეს
თარიღი 25 დეკ 2022, 14:44
MLS კლუბი ესპანელი ნახევარმცველის ისკოს შეძენას განიხილავს.

როგორც AS იტყობინება, "ლოს ანჯელეს გელექსი" ფეხბურთელით ინტერესდება, რომელიც ამჟამად თავისუფალი აგენტია "სევილიასთან" კონტრაქტის გაწყვეტის შემდეგ.

ისკოს შეუძლია შეუერთდეს თავის თანამემამულე რიკი პუჩის, რომელიც უკვე თამაშობს ლოს-ანჯელესის კლუბში.

ამერიკული გუნდის ხელმძღვანელობა თვლის, რომ "სევილიას" ყოფილი ფეხბურთელი ხელს შეუწყობს ჯანსაღი კონკურენციის შექმნას და სასტარტო შემადგენლობაში ადგილისთვის იბრძოლებს.

ისკომ ლა ლიგის მიმდინარე სეზონში 12 მატჩი ჩაატარა და ორი საგოლე გადაცემა მიითვალა.