ჟოზე მოურინიომ პორტუგალიის ნაკრებში დანიშვნასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო
ჟოზე მოურინიომ პორტუგალიის ნაკრებისთვის უარის თქმა გადაწყვიტა.
როგორც Jornal De Noticias იტყობინება, პორტუგალიის ფეხბურთის ფედერაციისთვის მოურინიოს ვარიანტი პრიორიტეტული იყო, თუმცა „რომას“ მწვრთნელი ამჟამად ეროვნულ გუნდში მუშაობით დაინტერესებული არ არის.
„რომასთან“ ჟოზეს კონტრაქტი 2024 წლის ზაფხულამდეა გათვლილი და მწვრთნელს ხელშეკრულების მინიმუმ ბოლომდე მიყვანა სურს.
როგორც იწერება, ფედერაცია მწვრთნელის არჩევას არ ჩქარობს, რადგან ნაკრების უახლოესი მატჩები 2023 წლის მარტშია დაგეგმილი. შესაძლოა, მწვრთნელად რუი ჟორჟე დანიშნონ, რომელიც პორტუგალიის 21-წლამდე ნაკრებს უდგას სათავეში.