ავტორიზაცია

ლუი საა: "რონალდუს მოედანზე მესისნაირი მხარდაჭერა არ სჭირდება, ის უკეთესია"

ლუი საა: "რონალდუს მოედანზე მესისნაირი მხარდაჭერა არ სჭირდება, ის უკეთესია"
თარიღი 25 დეკ 2022, 18:54
„მან იუნაიტედის“ ექს-ფორვარდს, ლუი საას დღემდე სჯერა, რომ კრიშტიანუ რონალდუ ლეო მესიზე უკეთესი ფეხბურთელია.

„რაც შეეხება რონალდუს და მის მემკვიდრეობას, მას სრულყოფილ ფეხბურთელად მოვიაზრებ. თუ მის შესაძლებლობებს გადახედავ - აბსოლუტურად ყველაფერი შეუძლია.

მას, შესაძლოა, მოედანზე ისეთი მხარდაჭერაც არ სჭირდებოდეს, როგორიც მესის სჭირდება.

თუმცა, მიუხედავად ამისა, მესის დიდ პატივს ვცემ, ის გამორჩეული ტალანტია. მათი შედარება საერთოდაც არ ღირს, ისინი განსხვავებულები არიან.“ - აღნიშნა საამ.