ავტორიზაცია

კასანო: "ახლა რას იტყვით, მარადონას მოყვარულებო? ეშმაკამდე გზაც გქონიათ"

კასანო: "ახლა რას იტყვით, მარადონას მოყვარულებო? ეშმაკამდე გზაც გქონიათ"
თარიღი 25 დეკ 2022, 19:00
„რომას“ ექს-ფორვარდმა ანტონიო კასანომ ლიონელ მესის ისტორიაში საუკეთესო უწოდა.

„ახლა რაღას იტყვით, მარადონას მოყვარულებო, როცა ყველა დროის საუკეთესო ლეო მესი მსოფლიო ჩემპიონიც გახდა?

ალბათ, დაიწყებთ ლაპარაკს იმაზე, რომ მარადონა უფრო ქარიზმატული იყო და პიროვნულადაც უფრო კაშკაშა. ეს ყველაფერი სისულელეა, შეეგუეთ.

ეშმაკამდე გზაც გქონიათ! მთელი მსოფლიო მის ფეხებთან არის, ის კი სიჩუმეს ინარჩუნებს.“ - აღნიშნა იტალიელმა.