ავტორიზაცია

ბარსელონა რეალის შემტევის მიმართ ინტერესს ინარჩუნებს

ბარსელონა რეალის შემტევის მიმართ ინტერესს ინარჩუნებს
თარიღი 25 დეკ 2022, 19:32
„ბარსელონა“ მადრიდის „რეალის“ შემტევის, მარკო ასენსიოს მიმართ ინტერესს ინარჩუნებს.

Goal.com-ის ინფორმაციით, ესპანელი ნახევარმცველი კატალონიური გუნდის ინტერესთა სფეროში იმიტომ არის მოხვედრილი, რომ ფეხბურთელს სეზონის ბოლოს „რეალთან“ კონტრაქტი ეწურება.

ასენსიომ არაერთხელ აღნიშნა, რომ მადრიდის „რეალში“ დარჩენა მისი პრიორიტეტია და ჯერჯერობით, მხარეებს შორის შეთანხმების მიღწევა გამორიცხული სულაც არ არის, თუმცა ამ დრომდე ეს არ მომხდარა.

არც ისე დიდი ხნის წინ, ინტერვიუში ფეხბურთელმა „ბარსელონაში“ შესაძლო გადასვლა არ გამორიცხა.