ლუის ენრიკე უპირატესობას კლუბში მუშაობას ანიჭებს - რადარზე ესპანური და პრემიერ ლიგის გუნდებია

ესპანეთი ნაკრების ყოფილი მწვრთნელი ლუის ენრიკე ყატარის მსოფლიო ჩემპიონატზე მერვედფინალში მაროკოსთან დამარცხების შემდეგ უმუშევარია.
იტალიური გამოცემა TuttoMercatoWeb-ის ცნობით, ახლა ლუის ენრიკეს აქვს სხვადასხვა შემოთავაზება, მათ შორის, ეროვნული ნაკრებებიდან, მაგრამ მისი პრიორიტეტი კლუბში მუშაობაა.
ყველაზე სავარაუდო სცენარია ლუის ენრიკე მადრიდის "ატლეტიკოს" ან ინგლისის პრემიერ ლიგის რომელიმე კლუბს უხელმძღვანელოს.