ატლეტიკომ ჟოაო ფელიქსს ფასი დაადო
მადრიდის "ატლეტიკო" ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაში პორტუგალიელ თავდამსხმელ ჟოაო ფელიქსთან განშორებას გეგმავს.
AS-ის ცნობით, ესპანური გუნდის ხელმძღვანელები მზად არიან განიხილონ როგორც იჯარა, ასევე მოთამაშის სრულფასოვანი გაყიდვა.
ესპანური ტოპ-კლუბი მზადაა ფელიქსი გაუასვას თუ მის სანაცვლოდ 100 მილიონ დოლარს გადაიხდიან. თუმცა, პრობლემა ის არის, რომ არცერთ პოტენციურ მყიდველს არ სურს გადაიხადოს ასეთი თანხა.
შეგახსენებთ, რომ "ატლეტიკომ" თავდამსხმელი ლისაბონის "ბენფიკადან" 126 მილიონ ევროდ იყიდა.
მიმდინარე სეზონში ფელიქსმა ლა ლიგაში 12 მატჩი ჩაატარა, სამი გოლი გაიტანა და სამი საგოლე გადაცემა გააკეთა.