ავტორიზაცია

ფოტო: რონალდუმ საშობაოდ მეგობარ გოგონასთან მდიდრული საჩუქარი მიიღო

ფოტო: რონალდუმ საშობაოდ მეგობარ გოგონასთან მდიდრული საჩუქარი მიიღო
თარიღი 26 დეკ 2022, 11:26
მადრიდის "რეალისა" და "მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილმა თავდამსხმელმა კრიშტიანო რონალდუმ ჯორჯინა როდრიგესისგან საშობაოდ ძვირფასი საჩუქარი მიიღო. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში განაცხადა.



37 წლის პორტუგალიელმა ფეხბურთელმა საჩუქრად Rolls-Royce-ის მანქანა მიიღო, რომელიც წითელი თასმით იყო შეკრული. მანქანის ღირებულება დაახლოებით 430 ათასი დოლარია.

რონალდუ საფეხბურთო კარიერაში არცთუ საუკეთესო ეტაპს გადის. მანჩესტერ "იუნაიტედიდან" სკანდალური წასვლის შემდეგ კრიშტიანუ კლუბის გარეშე დარჩა. დიდი ალბათობით, პორტუგალიელი კარიერას საუდის არაბეთის "ალ-ნასრში" გააგრძელებს.