ავტორიზაცია

შემტევის გაყიდვის შემდეგ, ატლეტიკოს ლა ლიგის მე-2 საუკეთესო ბომბარდირის დამატება სურს

შემტევის გაყიდვის შემდეგ, ატლეტიკოს ლა ლიგის მე-2 საუკეთესო ბომბარდირის დამატება სურს
თარიღი 26 დეკ 2022, 22:42
„ატლეტიკოს“ ზამთარში ბორხა იგლესიასის დამატება სურს.

Marca-ს ინფორმაციით, კლუბი „ბეტისის“ ფორვარდის წარმომადგენლებს უკვე დაუკავშირდა, თუმცა კლუბებს შორის მოლაპარაკებები ჯერ არ მიმდინარეობს. ტრანსფერი მხოლოდ მას შემდეგ გახდება შესაძლებელი, რაც გუნდს ჟოაო ფელიქსი დატოვებს.

კლუბში იმედი აქვთ, რომ სუფთა ცხრიანის შეძენა გუნდს გოლების გატანაში დაეხმარება - ამჟამად „ატლეტიკო“ ერთ მატჩში საშუალოდ მხოლოდ 1.33 გოლს იტანს. ერთადერთი ფორვარდი, მას შემდეგ რაც გუნდი კუნიამ დატოვა, „ატლეტიკოში“ ალვარო მორატა დარჩა

მიმდინარე სეზონში იგლესიასმა 8 გოლი გაიტანა და მეორე-მესამე პოზიციას ვედატ მურიქისთან იყოფს.