ავტორიზაცია

ლევანდოვსკი: "რატომ გადავწყვიტე ბაიერნიდან წასვლა და ბარსელონაში გადასვლა?"

ლევანდოვსკი: "რატომ გადავწყვიტე ბაიერნიდან წასვლა და ბარსელონაში გადასვლა?"
თარიღი 26 დეკ 2022, 22:46
„ბარსელონას“ ფორვარდმა, რობერტ ლევანდოვსკიმ განმარტა, თუ რატომ გადაწყვიტა „ბაიერნის“ დატოვება და „კამპ ნოუზე“ გადასვლა.

„ვიცი, რომ „ბაიენრთან“ ერთად ყველაფერი მოვიგე, მაგრამ ახლა ჩემი კარიერის ახალი ეტაპია, წინსვლა. „ბარსელონას“ ნაწილად ყოფნა დიდი პატივია. მხოლოდ კლუბის გამო კი არა, პირად დონეზეც, ეს კარგი გამოწვევაა.

გაიმარჯვო, კვლავ გახდე მსოფლიოს საუკეთესო კლუბი და შთამბეჭდავი ფეხბურთი ითამაშო - მინდოდა, ამ პროექტის ნაწილი ვყოფილიყავი და არა უბრალოდ მეცხოვრა, არამედ ჩემი ოსტატობაც შემეტანა მასში.

ვიცი, რომ ასეთ დონეზე მომდევნო სამი წლის მანძილზე შემიძლია დარჩენა, რადგან ათი თუ თხუთმეტი წელი ვშრომობ, რომ ასეც იყოს.

თავს თანაგუნდელებზე უფროსად არ ვგრძნობ, საქმე ასაკში არ არის. კარგ ფიზიკურ ფორმაში ვარ. თუ ყველაფერი მოიგე, ახალი შეგრძნებები უნდა იპოვო, ახალი გამოწვევები, გამოცდილება. ახლა მე ეს ყველაფერი მაქვს და სულ ჩემთან დარჩება. არამარტო კარიერის, არამედ ცხოვრების ბოლომდე.“ - აღნიშნა პოლონელმა.