ნაპოლიმ ლობოტკას კონტრაქტი გაუგრძელა
ცნობილი იტალიელი ჟურნალისტის ჯანლუკა დი მარციოს ცნობით, 28 წლის სლოვაკმა ნახევარმცველმა სტანისლავ ლობოტკამ "ნაპოლისთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა.
ჟურნალისტის ინფორმაციით, სლოვაკმა ნახევარმცველმა იტალიის სერია A-ს ლიდერთან კონტრაქტი 2027 წლამდე გაახანგრძლივა.
გავრცელებული ინფორმაციით, გარიგება ითვალისწინებს გარიგების კიდევ ერთი წლით გახანგრძლივების პირობას. დი მარციომ აღნიშნა, რომ ოფიციალური კონტრაქტის გახანგრძლივება იანვარში გახდება ცნობილი.
ლობოტკა "ნაპოლის" მაისურს 2020 წლიდან ირგებს. მიმდინარე სეზონში ნახევარმცველმა ნეაპოლელთა შემადგენლობაში 21 მატჩი ჩაატარა, ერთი გოლი გაიტანა და ერთი საგოლე გადაცემა გააკეთა.