ავტორიზაცია

ხვიჩა კვარაცხელია: "რონალდუს და მესის შორის არჩევანის გაკეთება ძალიან რთულია, მაგრამ ჩემი კერპი კრიშტიანუა"

ხვიჩა კვარაცხელია: "რონალდუს და მესის შორის არჩევანის გაკეთება ძალიან რთულია, მაგრამ ჩემი კერპი კრიშტიანუა"
თარიღი 27 Dec 2022, 15:39
იტალიურმა DAZN-მა ხვიჩა კვარაცხელიასთან ინტერვიუ ჩაწერა, სადაც ქართველმა გარემარბმა არაერთი თემის შესახებ ისუაბრა.

"მას შემდეგ რაც ნეაპოლში ვარ მრავალი მეტსახელი შემარქვეს, მაგრამ ცხადია ჩემი ფავორიტი კვარადონაა. ნეაპოლი შესანიშნავი ქალაქია თავისი სილამაზით და ასევე, შესანიშნავი ხალხით. ჩემთვის ეს ქალაქი სიყვარულია.

ტრანსფერზე მუშაობა დიდი ხანი გაგრძელდა, დაახლოებით ორი წელი. ძალიან გამიხარდა, როცა ასეთი დიდი გუნდი დაინტერესდა ჩემით. 

რონალდუს და მესის შორის არჩევანის გაკეთება ძალიან რთულია, მაგრამ ჩემი კერპი კრიშტიანუა. მე ჯერ კიდევ შორს ვარ იმისგან, რომ ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი გავხდე, მაგრამ ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ განვაგრძო ზრდა.

სპალეტის ყველა ფეხბუერთელთან კარგი ურთიერთობა აქვს, ძალიან გახსნილი ადამიანია. ის ჩემთვის განსაკუთრებულია. 

რაც შეეხება დი ლორენცოს, მის წინააღმდეგ თამაში რთულია, რადგან ის მართლაც შესანიშნავი მცველია.

სკუდეტო? წინ ჯერ კიდევ ბევრი დრო გვაქვს, ბევრი თამაში უნდა ვითამაშოთ, ჩვენთვის ყველა თამაში მნიშვნელოვანია. თქვა კვარაცხელიამ DAZN-თან ინტერვიუში.

ავტორი: ზაქრო გალუსტაშვილი