ავტორიზაცია

ემერი უკმაყოფილოა ემილიანო მარტინესის საქციელით და მისი შემცვლელი უკვე შეარჩია

ემერი უკმაყოფილოა ემილიანო მარტინესის საქციელით და მისი შემცვლელი უკვე შეარჩია
თარიღი 27 დეკ 2022, 12:09
უნაი ემერის სურს "ასტონ ვილაში" ემილიანო მარტინესის ნაცვლად იასინ ბონომ ჩაანაცვლოს.

Football Insider-ის ცნობით, ემერის და მარტინესის უთანხმოება "არსენალში" დაიწყო. გარდა ამისა, "ასტონ ვილას" მთავარმა მწვრთნელმა მიუღებლად მიიჩნია მეკარის საქციელი 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე არგენტინის გამარჯვების აღნიშვნისას.

ემერის გუნდში მარტინესის დანახვა არ სურს და შემცვლელის მთავარ პრეტენდენტად "სევილიას" მაროკოელ მეკარეს იასინ ბუნას განიხილავს.

ემილიანო მარტინესის ამჟამინდელი კონტრაქტი "ასტონ ვილასთან" 2027 წლამდეა ძალაში.