ავტორიზაცია

ნეიმარი და მბაპე პსჟ-ს მომდევნო მატჩში სათამაშოდ მზად არიან

ნეიმარი და მბაპე პსჟ-ს მომდევნო მატჩში სათამაშოდ მზად არიან
თარიღი 27 Dec 2022, 12:02
"პსჟ"-ს თავდამსხმელები კილიან მბაპე და ნეიმარი მზად არიან მონაწილეობა მიიღონ მორიგ ტურში პარიზული გუნდის "სტრასბურგთან" დაპირისპირებაში. ამის შესახებ RMC Sport-ი იტყობინება.

აღსანიშნავია, რომ ორივე მოთამაშემ 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ დასვენებაზე უარი თქვა და ვადაზე ადრე დაბრუნდა პარიზულ კლუბში.

ვარსკვლავური დუეტის მატჩში მონაწილეობაზე საბოლოო გადაწყვეტილებას სამწვრთნელო შტაბი დღევანდელი ვარჯიშის შემდეგ მიიღებს.

"პსჟ"-ს მატჩი "სტრასბურგთან  ოთხშაბათს, 28 დეკემბერს არის დაგეგმილი. 

15 ტურის შემდეგ პარიზული კლუბი ლიგა 1-ის ცხრილს 5 ქულით ლიდერობს.