დემჩენკო რჩება! ბევრი ფეხბურთელი წავიდა, იქნება სიახლეებიც
როგორც უკვე ვწერდით ეროვნული ლიგის გასული სეზონის მესამე ადგილოსანი გორის "დილა" უკვე არაერთმა ფეხბურთელმა დატოვა.
GOAL.GE-ს ინფორმაციით, მათ შორის შემდეგი ფეხბურთელები არაინ: ფრანცისკო მადინგა, დანილო კანევცევი, იური ბატიუშინი, თორნიკე კაპანაძე, ჰაჯი დრამე, ანრი ჭიჭინაძე, ცოტნე მოსიაშვილი და ნუგზარ სპანდერაშვილი.
ჩვენი ინფორმაციით, გორის "დილაში" რჩება უკრაინელი მთავარი მწვრთნელი ანდრეი დემჩენკო, რომელსაც ზედიზედ მეორე წარმატებული სეზონის შემდეგ უცხოეთიდან შეთავაზებები ჰქონდა, თუმცა შიდაქართლულ გუნდში დარჩენა ამჯობინა.
კლუბი აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს რამდენიმე ფეხბურთელთან და სულ მალე ტრანსფერების შესახებაც გამოაცხადებს.
GOAL.GE-ს ინფორმაციით, ეროვნული ლიგის ბრინჯაოს პრიზიორი გუნდი მოლაპარაკებებს აწარმოებს ორ გამორჩეულ ფეხბურთელთან. საუბარია, უკრაინელ ფორვარდ მიკოლა კოვტალიუკზე და ასევე, ბათუმის "დინამოს" ყოფილ მეკარე ლაზარე კუპატაძის ტრანსფერზე.
ავტორი: ზაქრო გალუსტაშვილი