ავტორიზაცია

მბაპე ამრაბატის პსჟ-ში გადასვლას მხარს უჭერს

მბაპე ამრაბატის პსჟ-ში გადასვლას მხარს უჭერს
თარიღი 28 დეკ 2022, 13:10
მაროკოელი ნახევარმცველი სოფიან ამრაბატი, რომლის სატრანსფერო უფლებები "ფიორენტინას" ეკუთვნის, შესაძლოა საფრანგეთის ჩემპიონატში გადავიდეს. Tuttomercatoweb-ის ცნობით, "პსჟ"-ს 26 წლის აფრიკელის შეძენა სურს.

აღსანიშნავია, რომ თანამემამულეს ტრანსფერს მცველი აშრაფ ჰაკიმიც ლობირებს. გუნდის ერთ-ერთი ლიდერი კილიან მბაპე ამრაბატის გაფორმების წინააღმდეგი არ არის და ამ ტრანსფერზე თანხმობა განაცხადა.

სოფიანისთვის ბრძოლაში "პსჟ"-ს მთავარ კონკურენტებად "ტოტენჰემი" და "ლივერპული" ითვლებიან. ფლორენციელები ფეხბურთელს მინიმუმ 30 მილიონ ევროდ აფასებენ.

სერია A-ს მიმდინარე გათამაშებაში ამრაბატმა 13 მატჩი ჩაატარა და შვიდი ყვითელი ბარათი მიიღო.