ავტორიზაცია

ეფენბერგი: "ლევანდოვსკის ბარსელონაში ასეთი კარგი თანაგუნდელები აღარ ჰყავს და არცაა გასაკვირი, ევროპა ლიგაზე რომ არიან"

ეფენბერგი: "ლევანდოვსკის ბარსელონაში ასეთი კარგი თანაგუნდელები აღარ ჰყავს და არცაა გასაკვირი, ევროპა ლიგაზე რომ არიან"
თარიღი 29 დეკ 2022, 23:14
გერმანიის ნაკრების ექს-ნახევარმცველმა, შტეფან ეფენბერგმა რობერტ ლევანდოვსკიზე ისაუბრა.

„ლევანდოვსკის და ჰოლანდის წასვლამ ბუნდესლიგაზე დიდი დარტყმა მოახდინა. ჩვენ ორი გამორჩეული ფეხბურთელი დავკარგეთ. მაგრამ, თუ თითქმის 34 წლის ფეხბურთელში 50 მილიონ ევროს გიხდიან, ყველაფერს სწორად აკეთებ როცა უშვებ.

ამ სეზონშიც აშკარა გახდა, რამდენად ეხმარებოდნენ „ბაიერნში“ ლევანდოვსკის თანაგუნდელები, ისინი მას ორჯერ მსოფლიოს საუკეთესოდ გახდომაში დაეხმარნენ.

„ბარსელონაში“ მას ასეთი კარგი თანაგუნდელები არ ჰყავს და არცაა გასაკვირი, რომ ევროპა ლიგაზე უწევთ თამაში.“ - აღნიშნა ეფენბერგმა.