ავტორიზაცია

პელეს გარდაცვალების მიზეზი დასახელდა

პელეს გარდაცვალების მიზეზი დასახელდა
თარიღი 30 Dec 2022, 00:44
ლეგენდარული ბრაზილიელი ფეხბურთელის, ედსონ არანტეს დო ნასიმენტოს, პელეს გარდაცვალების მიზეზი დაასახელა.

მსოფლიოს სამგზის ჩემპიონი ნაწლავის კიბოთი გარდაიცვალა. ინფორმაციას Globo ავრცელებს.

პელეს მთავარი პრობლემა მსხვილ ნაწლავში იყო კონცენტრირებული, მაგრამ მეტასტაზები სხვა ორგანოებზეც გავრცელდა.

ფეხბურთის მეფე დღეს, 29 დეკემბერს, 82 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ფეხბურთის მოედანზე თამაშით პელემ, მრავალი ექსპერტის აზრით, შეცვალა ფეხბურთის თამაშის პრინციპები.

ის ერთ-ერთია მსოფლიოს 100 ყველაზე გავლენიან ადამიანს შორის ჟურნალ Time-ის მიხედვით.