ხვიჩამ განმარტა, რატომ აიღო ნაპოლიში 77 ნომერი
იტალიური "ნაპოლის" 21 წლის გარემარბმა ხვიჩა კვარაცხელიამ, ნეაპოლურ გუნდში სათამაშო ნომრის არჩევანი განმარტა. ქართველი 77-ე ნომრით თამაშობს.
"მართალი გითხრათ, მე არ მაქვს რაიმე განსაკუთრებული კავშირი 77 ნომერთან. მაგრამ 7 არის ჩემი საყვარელი ნომერი და მის ქვეშ კრიშტიანუ რონალდუ თამაშობს. ამიტომ გადავწყვიტე 77 ნომერი ამეღო. “, - თქვა კვარაცხელიამ.
ხვიჩა "ნაპოლის" რიგებს 2022 წლის ზაფხულში შეუერთდა. მიმდინარე სეზონში კვარაცხელიამ გუნდის მაისურით 17 მატჩი ჩაატარა, რვა გოლი გაიტანა და 8 საგოლე გადაცემა გააკეთა.