ავტორიზაცია

ბენზემა შესაძლოა პრემიერ ლიგის კლუბში გადავიდეს

ბენზემა შესაძლოა პრემიერ ლიგის კლუბში გადავიდეს
თარიღი 30 დეკ 2022, 16:41
მადრიდის "რეალის" თავდამსხმელმა კარიმ ბენზემამ შესაძლოა კარიერა ინგლისის პრემიერ ლიგაში გააგრძელოს.

El Nacional-ის ცნობით, 35 წლის ფრანგის მიმართ ინტერესს ლონდონის "არსენალი" იჩენს, რომელიც ახლა ინგლისის ჩემპიონატში ლიდერობს.

წყარო აღნიშნავს, რომ კარიმ ბენზემას მუდმივი ტრავმების ფონზე მადრიდის "რეალი" სხვა თავდამსხმელის დამატების ვარიანტს განიხილავს. 

ამ მიზეზით, გამოცდილი ფეხბურთელი ხელახლა განიხილავს კონტრაქტის განახლების საკითხს. ბენზას "ბლანკოსთან" კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლოს ეწურება.