იანვარში მესი და რონალდუ ერთმანეთის წინააღმდეგ ითამაშებენ?

"პარი სენ-ჟერმენი" იანვარში საუდის არაბეთში გაემგზავრება, სადაც ორ ტესტ-მატჩს გამართავს ადგილობრივ საფეხბურთო კლუბებთან, - ამის შესახებ ჟურნალისტმა აბდელ ბულმმა სოციალური მედიის საშუალებით გაამხილა.
მომავალი თვის შუა რიცხვებში კრისტოფ გალტიეს გუნდი "ალ-ჰილალს" და "ალ-ნასრს" დაუპირისპირდება.
მომავალი თვის შუა რიცხვებში კრისტოფ გალტიეს გუნდი "ალ-ჰილალს" და "ალ-ნასრს" დაუპირისპირდება.
აღსანიშნავია, რომ "პსჟ"-ს თავდამსხმელს ლიონელ მესიმ შესაძლოა პორტუგალიელი კრიშტიანუ რონალდუს წინააღმდეგ ითამაშოს. დიდი ალბათობით, 37 წლის თავდამსხმელი მალე "ალ-ნასრის" რიგებს უნდა შეუერთდეს.