ავტორიზაცია

ენცო ფერნანდესმა ინგლისურ გრანდში გადასვლაზე თანხმობა განაცხადა

ენცო ფერნანდესმა ინგლისურ გრანდში გადასვლაზე თანხმობა განაცხადა
თარიღი 30 დეკ 2022, 13:11
არგენტინის ნაკრების და ლისაბონის "ბენფიკას" ნახევარმცველი ენცო ფერნანდესი შესაძლოა მალე "სტემფორდ ბრიჯზე" გადავიდეს.

ჟურნალისტ ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, არგენტინელმა ნახევარმცველმა "ჩელსიში" გადასვლაზე საბოლოო თანხმობა მისცა.

წყაროს ცნობით, ამჟამად "ჩელსი" "ბენფიკასთან" აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს კომპენსაციის ოდენობაზე შეთანხმების მიზნით. 

სავარაუდოა, რომ "ჩელსი" ფერნანდესს იყიდის 120 მილიონ ევროდ, მაგრამ ეს თანხა შეიძლება დროთა განმავლობაში გადაიხადონ.