ესპანელმა ჟურნალისტმა რონალდუს ინტერვიუ გაიხსენა: "არ მინდა თამაში ყატარში ან დუბაიში დავასრულო"
პორტუგალიელი ვარსკვლავის კრიშტიანუ რონალდუს საუდის არაბეთის "ალ-ნასრში" ტრანსფერი ოფიციალურად დადასტურდა.
მიმდინარე წლის ზაფხულში 37 წლის ფეხბურთელს მანჩესტერ "იუნაიტედის" დატოვება სურდა რათა ჩემპიონთა ლიგაზე ეთამაშა, ხოლო ექვსი თვის შემდეგ მან საუდის არაბეთის კლუბთან კონტრაქტი გააფორმა.
მიმდინარე წლის ზაფხულში 37 წლის ფეხბურთელს მანჩესტერ "იუნაიტედის" დატოვება სურდა რათა ჩემპიონთა ლიგაზე ეთამაშა, ხოლო ექვსი თვის შემდეგ მან საუდის არაბეთის კლუბთან კონტრაქტი გააფორმა.
ცნობილმა ჟურნალისტმა მიგელ ბლასკესმა გაიხსენა, თუ როგორ ლაპარაკობდა პორტუგალიელი 2015 წელს ფეხბურთში მომავალზე:
„მინდა დავასრულო კარიერა პიკზე, ყველაზე ღირსეულად. არ მინდა დავასრულო თამაში ყატარში ან დუბაიში, როგორც ამას ბევრი ფეხბურთელი აკეთებს. “, - თქვა რონალდუმ, რომელიც იმ დროს მადრიდის „რეალში" გამოდიოდა.