ავტორიზაცია

რონალდუ ალ ნასრში ტრანსფერზე: "აღფრთოვანებული ვარ ახალ ლიგაში, ახალ ქვეყანაში გამოცდილების შეძენის შესაძლებლობით"

რონალდუ ალ ნასრში ტრანსფერზე: "აღფრთოვანებული ვარ ახალ ლიგაში, ახალ ქვეყანაში გამოცდილების შეძენის შესაძლებლობით"
თარიღი 31 დეკ 2022, 02:07
კრიშტიანუ რონალდუმ საუდის არაბეთის "ალ-ნასრთან" კონტრაქტის გაფორმების შემდეგ კომენტარი გააკეთა.

37 წლის თავდამსხმელთან ხელშეკრულება 2025 წლის ზაფხულამდეა გათვლილი.
რონალდუ მსოფლიოში ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი გახდა - მისი ხელფასი წელიწადში დაახლოებით 200 მილიონი ევრო იქნება.

"აღფრთოვანებული ვარ ახალ ლიგაში, ახალ ქვეყანაში გამოცდილების შეძენის შესაძლებლობით. ალ-ნასრის ხედვა ძალიან შთამაგონებს. მოხარული ვარ, რომ შევხვდი ჩემს ახალ თანაგუნდელებს და იმედი მაქვს, დავეხმარები კლუბს მიაღწიოს დიდ წარმატებას. “, - თქვა პორტუგალიელმა.