ესპანეთის ჩემპიონატის მატჩში ვინისიუსი კვლავ რასისტული თავდასხმის მსხვერპლი გახდა
მადრიდის "რეალის" ნახევარმცველი ვინისიუს ჯუნიორი კვლავ მოწინააღმდეგე გულშემატკივრების რასისტული თავდასხმების მსხვერპლი გახდა.
გუშინ, "ვალიადოლიდთან" მატჩზე ბრაზილიელმა მოედნიდან გასვლისას გულშემატკივრების მაიმუნის ხმის იმიტაცია გაიგო.
შეგახსენებთ, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა ვინისიუსი რასობრივ შეურაცხყოფას განიცდის. ასეთი შემთხვევა ბოლოს "ვანდა მეტროპოლიტანოზე" "ატლეტიკოს" წინააღმდეგ მადრიდულ დერბის დროს მოხდა.
გუშინდელ მატჩში "ვალიადოლიდთან" "რეალმა" სტუმრად 2:0 მოიგო. ვინისიუსმა მოედანი 88-ე წუთზე დატოვა.