როგორი შეფასება მიიღო მამარდაშვილმა დღევანდელ მატჩში?

ესპანეთის ლა ლიგის მე-15 ტურში გიორგი მამარდაშვილის "ვალენსია“ სტუმრად "ვილიარეალს" დაუპირისპირდა და 1:2 დამარცხდა.

ქართველმა მეკარემ 90 წუთი ითამაშა და 6 მოგერიება ჰქონდა. "ვილიარეალის" მეორე გოლის მომენტში ქართველი მეკარე გამოსვლაზე შეცდა.
22 წლის მეკარე საკუთარი გუნდის რიგებში საუკეთესო იყო და Sofscore-სგან 7.8 შეფასება დაიმსახურა.
