ავტორიზაცია

მანჩესტერ იუნაიტედი ფრანგი ფორვარდის სანაცვლოდ 60 მილიონიან შესთავაზებას ამზადებს

მანჩესტერ იუნაიტედი ფრანგი ფორვარდის სანაცვლოდ 60 მილიონიან შესთავაზებას ამზადებს
თარიღი 02 იან 2023, 23:38
მანჩესტერ "იუნაიტედმა" შესაძლოა "აინტრახტის" თავდამსხმელი შეიძინოს.

ინგლისური კლუბი რენდალ კოლო-მუანით ინტერესდება და 60 მილიონი ევროს ღირებულების შეთავაზებას ამზადებს, იტყობინება Ouest France, L'Equipe-ზე დაყრდნობით.

"წითელ ეშმაკებს" ზამთრის სატრანსფერო ფანჯარის დროს ფრანგი ფეხბურთელის შეძენა სურთ.

თავდამსხმელის მომსახურებით "ბაიერნიც" არის დაინტერესებული - კლუბმა კოლო-მუანის მიმართ ინტერესი 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატამდე დიდი ხნით ადრე გამოხატა. 

მიმდინარე სეზონში ბუნდესლიგის 14 მატჩში კოლო-მუანიმ 5 გოლი გაიტანა და 9 საგოლე გადაცემა გააკეთა.