ავტორიზაცია

ალ-ნასრის მწვრთნელი: "ჩვენ ვიმუშავებთ იმისთვის, რომ რონალდუ ჩვენს გუნდს მოერგოს"

ალ-ნასრის მწვრთნელი: "ჩვენ ვიმუშავებთ იმისთვის, რომ რონალდუ ჩვენს გუნდს მოერგოს"
თარიღი 03 იან 2023, 16:16
"ალ-ნასრის" მთავარმა მწვრთნელმა, რუდი გარსიამ კლუბის მიერ ვარსკვლავური თავდამსხმელის, კრიშტიანუ რონალდუს გაფორმებაზე ისაუბრა.

„კრიშტიანუ რონალდუს მსგავსი ფეხბურთელის გაფორმება არაჩვეულებრივია. ეს ხელს უწყობს საუდის არაბეთის ფეხბურთის განვითარებას.

გვიხარია მისი ნახვა. პირველი მიზანია ვიმუშაოთ ისე, რომ რონალდუმ შეძლოს ჩვენს გუნდთან ადაპტაცია, სიამოვნება მიიღოს ალ-ნასრში თამაშით და გაახაროს გულშემატკივრები. “, - განაცხადა გარსიამ.

შეგახსენებთ, რომ კრიშტიანუ რონალდუმ "ალ-ნასრთან" კონტრაქტი 2025 წლის ზაფხულამდე გააფორმა.