ავტორიზაცია

"კვარაცხელიას შეუძლია, ჩვეულებრივი მომენტი განსაკუთრებულად აქციოს"- ლუჩიანო სპალეტი

"კვარაცხელიას შეუძლია, ჩვეულებრივი მომენტი განსაკუთრებულად აქციოს"- ლუჩიანო სპალეტი
თარიღი 03 იან 2023, 15:23
ხვალ, იტალიის სერია A-ს მე-16 ტურში მილანის "ინტერი" საკუთარ მოედანზე "ნაპოლის" დაუპირისპირდება.

მატჩამდე ერთი დღით ადრე, ნეაპოლური გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ლუჩიანო სპალეტიმ მომავალ შეხვედრაზე და ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა. 

"ლობოტკა და კვარა? მათ მოსამზადებელ პერიოდიდას საკუთარ თავზე სწორად იმუშავეს. იუვე სტაბიას წინააღმდეგ ორივემ კარგად ითამაშეს და იმ დროში რაც ითამაშეს, მაღალი დონე აჩვეენს.

კვარაცხელია ძალიან კარგი ბიჭია. ის არაპროგნოზირებადი მოთამაშეა და შეუძლია, ჩვეულებრივი მომენტი განსაკუთრებულად აქციოს. ეს კი შესანიშნავი დანამატია. ",- თქვა სპალეტიმ.

შეგახსენებთ, რომ "ნაპოლის" 41 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში პირველ ადგილს იკავებს. "ინტერი" 30 ქულით მე-5 ადგილზეა.