ავტორიზაცია

გორის დილა ორი ფეხბურთელით გაძლიერდა

გორის დილა ორი ფეხბურთელით გაძლიერდა
თარიღი 03 იან 2023, 13:29
გორის "დილა" არაერთი წასული ფეხბურთელის შემდეგ  შევსებაც დაიწყო. 

30 წლის ნახევარმცველი ბიძინა მახარობლიძე ახალი სეზონიდან გორული კლუბის მაისურს მოირგებს. 

მახარობლიძე ბოლოს თბილისის "ლოკომოტივში" თამაშობდა, რომლის რიგებში 9 მატჩში 4 გოლი გაიტანა. 2022 წლის სეზონის პირველი ნახევარი "თელავის" შემადგენლობაში 15 შეხვედრა ჩაატარა და ერთი გოლი გაიტანა.

ასევე, ანდრეი დემჩენკოს გუნდს შეუერთდა ზურაბ თევზაძე რომელიც ბოლო ორი სეზონის განმავლობაში "თელავის" შემადგენლობაში გამოდიოდა.

28 წლის ცენტრალურმა მცველმა 2022 წლის გათამაშებაში კახური გუნდის მაისური 33 შეხვედრაში მოირგო და ერთი გოლიც გაიტანა.

შეგახსენებთ, რომ შიდაქართლულ გუნდში დარჩა ანდრეი დემჩენკო, უკრაინელმა სპეციალისტმა ახალი 1-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.